Georgian        English        Russian




ფონდის ”ერთგულება” და ”ავერსის” თანამშრომლობა


 
საქველმოქმედო ფონდი "ერთგულება" უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად თანამშრომლობს კომპანია ”ავერსთან”, რომელმაც საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია ქველმოქმედის სახელი დაიმკვიდრა. მათი დახმარებით და თანადაფინანსებით განსაკუთრებულად გაჭირვებულ ადამიანებს ექიმის დანიშნულების მიხედვით მედიკამენტებს უფასოდ ვაწვდით. პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უკვე ასობით ადამიანს დავეხმარეთ. საქველმოქმედო ფონდი "ერთგულება" და კომპანია "ავერსი" კვლავაც განაგრძობენ აქტიურ თანამშრომლობას და გაჭირვებული ადამიანების დახმარებას.