Georgian        English        Russian



26 ოქტომბერი 2009


ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული

26 ოქტომბერს მართლმადიდებელმა სამყარომ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით მთაწმინდის მამა დავითის მონასტერში საქველმოქმედო ფონდ ”ერთგულება”-ს მიერ აგებულ, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, წირვა არქიმანდრიტნა იოანემ აღავლინა. წირვის შემდეგ მრევლისთვის სადღესასწაულო ტრაპეზი გაიმართა, რომელიც ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.