Georgian        English        Russian



28 ივლისი 2009


ბედიანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ფშავში

ბედიანის ბავშვთა სახლის 6 აღსაზრდელი გოგონა საქველმოქმედო ფონდის ”ერთგულება” მხარდაჭერით გაემგზავრა საზაფხულო ბანაკში სოფელ მაღაროსკარში (ფშავი). გოგონებს ქარგვის, გობელენის და ფარდაგის შემსწავლელი კურსები ჩაუტარდათ. ისინი ბანაკში იმყოფებოდნენ 16 დღის განმავლობაში, 28 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით. ბოლო ორი დღის მანძილზე გოგონებს შეუერთდნენ დანარჩენი ბავშვებიც, მოაწყვეს ლაშქრობა და დაათვალიერეს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი.