Georgian        English        Russian



01 ივნისი 2009


დუშეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა მთაწმინდის პარკი მოინახულეს

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფონდ ”ერთგულება” -მ დუშეთის ბავშვთა სახლის 7 დან 17 წლამდე ასაკის 40 აღსაზრდელი მთაწმინდის ახლად გახსნილ პარკში წაიყვანა. ბავშვებმა ატრაქციონებით იჯერეს გული და   ბასტი-ბუბუს კონცერტს დაესწრნენ. ფონდისგან  ბავშვებს საჩუქრები გადაეცა.