30 ივლისი 2009
მოხალისეები დავით გარეჯის პროექტისთვის
ა/წ სექტემბრის თვიდან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარესტავრაციო და არქეოლოგიურ სამუშაოებში, ფონდი “ერთგულება”-ს ინიციატივით, მოხალისეები ჩაერთვებიან. სამუშაოები კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში გამოცდილი არქეოლოგების ხელმძღვანელობით განხორციელდება. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მამაკაცს, ვისაც სურვილი აქვს პრაქტიკაზე შეისწავლოს არქეოლოგია და წვლილი შეიტანოს უძველესი სამონასტრო კომპლექსის აღდგენაში. სამუშაოები დაიწყება 10 სექტემბრიდან. მსურველებს გთხოვთ გამოგვეხმაუროთ შემდეგ ნომერზე: 93 43 43, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@ertguleba.ge |