სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
სვეტიცხოველი ქრისტიანული საქართველოს უწმინდესი ადგილია. IV საუკუნის 30-იან წლებში, ქართლში ქრისტიანობის ოფიციალურად გამოცხადების ახლო ხანებში პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის მიერ მტკვრისა და არაგვის შესართავთან, უფლის კვართის დაფლვის ადგილზე აიგო ხის ეკლესია, რომელიც იმთავითვე იწოდებოდა როგორც წმიდა იგი წმიდათაა. V საუკუნის მიწურულს ძველი ეკლესიის ადგილზე მეფე ვახტანგ გორგასლის განგებით დიდ სიონად სახელდებული, ქვით ნაგები დიდი ბაზილიკა აღიმართა; XI საუკუნის პირველ მესამედში კი, კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ I-მა სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი ააგო. ფონდი “ერთგულება” აქტიურ მონაწილეობას ღებულობს სვეტიცხოველის რეკონსტრუქციაში. ჩვენი დახმარებით აშენდა პატრიარქის რეზიდენცია, გარემონტდა მამათა მონასტრის სენაკები, ჩატარდა აღდგომის ტაძრისა და ეზოს რეკონსტრუქცია, ეკლესიის ეზოში შესასვლელ ძირითად და გვერდითა კარიბჭეებს გაუკეთდა რესტავრაცია. გაკეთდა ტაძარში შესასვლელი ახალი კარი. მოეწყო და გარემონტდა საეკლესიო მაღაზია და სატრაპეზო, გაკეთდა ახალი ტრაპეზი, ახლიდან დამზადდა საეკლესიო ნივთები( სასანთლეები,საპატრიარქო , მაღალდასაჯდომები,ეპისკოპოსების დასაჯდომები, თუჯში ჩამოსხმული ჯაჭვის ზღუდეები). სალოცავში მოეწყო ილია წინასწარმეტყველის სახელობის კუთხე. |
|