Georgian        English        Russian



24 აპრილი 2009


არქეოლოგიური კვლევის პირველი ეტაპი

ფონდის „ერთგულება“ ინიციატივით დაიწყო ნეკრესის ტერიტორიაზე არსებული უძველესი წმ. სამების ეკლესიის არქეოლოგიური კვლევა. უძველესი ხელნაწერების მიხედვით ნეკრესის ეკლესია სავარაუდოდ VI საუკუნეს მიეკუთვნება. პროექტი მოიცავს რამდენიმე ეტაპს: არქეოლოგიური სამუშაოები, მოპოვებული ნივთების კონსერვაცია და სამონასტრო კომპლექსის აღდგენა. სამუშაოები ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნეკრესის ექსპედიციასთან  ერთად.  გამოცდილი არქეოლოგების და ისტორიკოსების ხელმძღვანელობით, სამუშაოების ყველა ეტაპზე,  მონაწილეობას მიიღებს ფონდის მოხალისეთა რამოდენიმე ჯგუფი.
22 აპრილს მოხალისეთა პირველი ნაკადი უკვე დაბინავდა ყვარელში არსებულ არქეოლოგიურ ბაზაზე და დაიწყო არქეოლოგიური სამუშაოების პირველი ეტაპი.

დღეისათვის ნეკრესის ტერიტორიაზე ფონდ ”ერთგულება”-ს 10 კაციანი მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის საძირკველის და გალავნის გასუფთავება მიწისგან.