Georgian        English        Russian




თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი

XVIII ს. 70-იან წლებში ერეკლე II-ის მეუღლეს დარეჯან დედოფალს ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე და წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესია აუგია. ეკლესიის აგების თარიღად 1789 წელია მოხსენიებული.
დარეჯან დედოფლის მიერ აშენებული ეკლესია და სასახლე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად ერთიან არქიტექტორულ კომპლექს შეადგენდა, რომელიც ქვის გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული.
კომუნისტური რეჟიმის წლებში ფერისცვალების მონასტერი არ ფუნქციონირებდა. 1991 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით აქ დაარსდა დედათა მონასტერი.
ფონდის “ერთგულება” ხელშეწყობით 2009 წლის აპრილის თვეში მონასტერთან არსებულ ქარგვის სახელოსნოს და  მაღაზიას რემონტი ჩაუტარდა, რომლებიც უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს. ფონდისგან მონასტერს ასევე  საქარგავი და საკერავი მანქანები გადაეცა.