Georgian        English        Russian




ორთუბნის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი

ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი ქარელის რაიონის სოფელ ორთუბანში, მძოვრეთის ციხე-დარბაზში მდებარეობს, მისი აგება უშუალოდ უკავშირდება ციციშვილთა საფეოდალო ცენტრის გადმოტანას სამწევრისიდან. კომპლექსი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება, მის შემადგენლობაში  შედის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია და შვიდსართულიანი  სამრეკლო კოშკი. ასევე ტერიტორიაზე აშენებულია რამოდენიმე საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობა.
ციხე-დარბაზს ფერდობის ძირას გრძელი მონაკვეთი უკავია, ადრეულ პერიოდში მას შემოვლებული ჰქონდა გალავანი. ამჟამად შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთის ნაწილი მთელ სიგრძეზე და ნაწილობრივ აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეები.  ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აშენებულია ნატეხი ქვით, საკურთხეველი გამოყოფილია მასიური კანკელით. ეკლესიის დასავლეთით მიშენებულია სამსართულიანი კოშკი. გაზაფხულიდან მონატრის ტერიტორიაზე დაგეგმილია არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.
2009 წლის სექტემბრიდან საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება”-ს ინიციატივით დაიწყო არსებული კელიების და სატრაპეზოს რემონტი. ხოლო არქეოლოგიური კვლევის შემდეგ დაგეგმილია ახალი კაპიტალური კელიების. ასევე მონასტერს ფონდისგან გადაეცა ავტომანქანა.