Georgian        English        Russian




ბედიანის დედათა მონასტერი

ბედიანის ტერიტორიაზე ისტორიულ წარსულში მხოლოდ სამონასტრო კომპლექსები არსებობდა, რომელთა ისტორია ადრეული შუა საუკუნეებიდან იღებს დასაბამს. კომუნისტურ ანექსიამდე ბედიანის საყდარი მოქმედი იყო, საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ კი მონასტერმა ფუნქციონირება შეწყვიტა. XX საუკუნის 50- იან წლებამდე აქ დასახლებული პუნქტი აღარ არსებობდა. 1954 წელს კი საფუძველი ეყრება ბედიანის დასახლებას. რომელიც ჩნდება ხრამჰესების კასკადის ბაზაზე. დაბის პირველ მოსახლეობას სწორედ ამ მშენებლობაზე მომუშავე ხალხი წარმოადგენდა.
ახალმოსახლეობის გაჩენამდე რამდენიმე წლით ადრე დაბაში, აღდგა დედათა მონასტერი, სადაც გადმოყვანილ იქნენ მონაზვნები თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრიდან. მონასტრის დედებს თავიდანვე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ბავშვებთან, რადგან პირველი ბავშვები სწორედ ამ მონასტერმა შეიფარა და მათზე მზრუნველობა იკისრა. ბედიანში გადმოსული ბავშვები სხვადასხვა სახლებში განაწილდნენ, რომლებიც მათთვის უცხოური ორგანიზაციების დახმარებით იქნა შეძენილი. ბავშვებთან სახლებში ერთი ან ორი აღმზრდელი ცხოვრობს.

უკვე მარავალი წელია ფონდი “ერთგულება”  ბედიანის დედათა მონასტერსა და ბავშვთა სახლს პატრონობს.  ყოველთვიურად ფონდი ამარაგებს მონასტერს საკვებითა და ყველა საჭიროების ნივთებით.