Georgian        English        Russian



18 ივნისი 2009


პირველი კლასიკური გიმნაზიის ისტორიული დარბაზის გახსნა

16 ივნისს პირველი კლასიკური გიმნაზიის ისტორიული დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. სწორედ ამ სცენაზე 1850 წლის 14 იანვარს დაიდგა პირველი ქართული პიესა – “გაყრა”, ეს დღე ითვლება ქართული თეატრის დაბადების დღედ. დარბაზის რეკონსტრუქციას 2008 წლის დეკემბრიდან ფონდი “ერთგულება” ახორციელებდა. საგანგებოდ დარბაზის გახსნისთვის გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი “ქეთო და კოტე” წარმოადგინეს