18 ივნისი 2009
პირველი კლასიკური გიმნაზიის ისტორიული დარბაზის გახსნა
16 ივნისს პირველი კლასიკური გიმნაზიის ისტორიული დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. სწორედ ამ სცენაზე 1850 წლის 14 იანვარს დაიდგა პირველი ქართული პიესა – “გაყრა”, ეს დღე ითვლება ქართული თეატრის დაბადების დღედ. დარბაზის რეკონსტრუქციას 2008 წლის დეკემბრიდან ფონდი “ერთგულება” ახორციელებდა. საგანგებოდ დარბაზის გახსნისთვის გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი “ქეთო და კოტე” წარმოადგინეს |
|